პარლამენტის მიმდებარედ საპატრიარქოს მიერ მობილიზებული ჰომოფობური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები ოფისში შეიჭრნენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, თუმცა, საცხოვრებელ შენობაში მათი ნაწილი მაინც შევიდა. ისინი რამდენიმე სართულზე არიან განთავსებული.
შესვლისას ისინი თავს დაესხნენ „tv- პირველის“ ოპერატორსა და ჟურნალისტს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ადგილზე მყოფ ჟურნალისტებთან კონტაქტი შეწყდა, რადგან გადამღები მოწყობილობა და ასევე მობილური ტელეფონები შეჭრისას დააზიანეს.
ქვები ისროლეს “ფორმულას” გადამღები ჯგუფის მისამართითაც.