სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისთან ცოტა ხნის წინ რადიკალური და ჰომოფობიური ჯგუფების წარმომადგენლები მივიდნენ. ძალადობრივმა ჯგუფებმა “სირცხვილიას” ოფისის შენობას ბოთლები და სხვადასხვა ნივთები დაუშინეს, რასაც ფასადის დაზიანება და მინების მსხვრევა მოჰყვა.
აქციის ორგანიზატორები ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ისმის შეძახილები „სირცხვილია“, „სირცხვილია საქართველო“.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა ორგანიზაციის ოფისს კვერცხებიც ესროლეს.
შეგახსენებთ, ძალადობრივი ჯგუფები დღეს რუსთაველზე “თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ საპატრიარქოს განცხადებისა და მოწოდების საფუძველზე გამოვიდნენ. მათ პარლამენტთან კარვები დაარბიეს, თავს დაესხნენ სა ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს,
თბილისის რამდენიმე ადგილზე ვითარება კვლავ დაძაბულია.
რადიკალური ჯგუფები ამბობენ, რომ მივლენ ყველგან სადაც “თბილისი პრაიდის” მომხრეთა ოფისები მდებარეობს.