“ძალიან სამწუხაროა რაც გარეთ ხდება, მაგრამ ეს ვერ შეცვლის ჩვენ გეგმებს. პრაიდი აუცილებლად დაიხურება მარშით” – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა “რუსთავი 2”-თან საუბარში განაცხადა.
“ეს ადამიანები წლების განმავლობაში მუდმივად ჩაგრვას განიცდიან, ბატონ ღარიბაშვილს საერთოდ ნამუსი დაუკარგავს, როცა იძახის, რომ ამ ადამიანების უფლებები საერთოდ არ ირღვევა, ისინი კარგად ცხოვრობენ, არა ეს ასე არ არის! ყველას გვყავს სანაცნობოში, სანათესაოში ადამიანი ამ თემის წევრი რომელიც განიცდის შევიწროებას, მათი უფლებები მუდმივად ირღვევა და მათი უფლებები, რომ აღარ ირღვეოდეს, ეს უნდა შედგეს როგორც ტრადიცია და ტრადიცია უნდა დავამკვიდროთ, რომ ამ ქვეყანაში ადამიანები არ დაიყოფიან რელიგიური, თუ სხვადასხვა ნიშნებით, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის გამო და მათი კონსტიტუციური უფლებები იქნება დაცული,”– განაცხადა მაქარაშვილმა.