ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი ჟვანიაზე: მისი საქმიანობა პოზიტიურად უნდა შევაფასოთ, ქვეყანას პატიოსნად ემსახურა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობიდან თამარ ჟვანიას გადადგომას ჟურნალისტენთან აფასებს. მისი თქმით, ჟვანიას საქმიანობა პოზიტიურად უნდა შეფასდეს.

“თამარ ჟვანიას მიმართ ყველა ადამიანს სოლიდარობის გრძნობა უნდა ჰქონდეს, ვინც იცის, რას ნიშნავს, ბულინგის ასეთი ინტენსივობა, რომელიც მან განიცადა.

რაც შეეხება დასავლეთის დამოკიდებულებას, ეს არის სიცრუე. დამოკიდებულება იყო ერთი – არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და არავითარი პრეტენზია ცესკო-ს მიმართ არ ჰქონიათ. უფრო მეტსაც გეტყვით, თანამდებობიდან გადადგა ის, ვინც სწორედაც მოახდინა ფალსიფიცირება ამ მონაცემების და რომელსაც დაეყრდნო საპროტესტო მოძრაობა.

თამარ ჟვანიას საქმიანობა პოზიტიურად უნდა შევაფასოთ და არ ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს რაიმე დანაშაული მიუძღვის ქვეყნის წინაშე, პირიქით, თავის ქვეყანას პატიოსნად ემსახურა და არაფერი ისეთი არ ჩაუდენია, რაც ასეთი გააფთრებული ბულინგის წინაპირობა და საფუძველი ყოფილიყო“, – თქვა გია ვოლსკიმ.

ცნობისათვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებობა დღეს დატოვა. მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა იქნება დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის.

 

იტვირთბა....