თეოლოგი ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
“დეკანოზ ილია ჭიღლაძის განკვეთას ამზადებს საპატრიარქო მომავალ სინოდის კრებაზე. სპეციალურად გუშინ, 29 ივნისს გაუგზავნეს ოფიციალური წერილი მამა ილიას, ივნისის ბოლომდე ჩამოდი ბრიტანეთიდან და საპატრიარქოს კომისიის სხდომაზე გამოცხადდიო.
მერე იტყვიან არ გამოცხადდა, ისღა დაგვრჩენია სინოდმა განკვეთოსო. ასე სტალინური მეთოდებით ანადგურებს საპატრიარქო იმ სასულიერო პირებს, რომლებიც ხმას იმაღლებენ ამ რელიგიური სიბნელის წინააღმდეგ, მრევლის და მთლიანად საზოგადოების სრული ინდიფერენტულობის ფონზე”, – წერს ბასილ კობახიძე.
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიაში მივლენილი დეკანოზს, ილია ჭიღლაძეს, სინოდი იბარებს. საპატრიარქომ სასულიერო პირს წერილი გაუგზავნა, რომელიც დეკანოზმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.