თბილისის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტებთან ამბობს, რომ პრაიდის ჩატარება მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რადგან, მისი თქმით კონკრეტულმა ჯგუფემა, შეიძლება ეს არასწორად გამოიყენონ.
‘’პრაიდის კვირეულის ჩატარება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რადგან არსებობენ კონკრეტული ადამიანები და ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება ეს არასწორად გამოიყენონ როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან, მიუხედევად იმისა, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია და თქვენ ვერ მოიყვანთ ვერცერთ ფაქტს, ვერცერთ შემთხვევას, როდესაც ადამიანის გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა’’, – თქვა კახა კალაძემ
ცნობისათვის, რუსთაველის გამზირზე, 5 ივლისს LGBTQ თემის წარმომადგენლების აქციას მართევენ სლოგანით – „ღირსების მარში სოლიდარობისთვის“.