ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შეიძლება ბევრმა არ იცის: “გადადგომაზე ყველანი შეთანხმებული იყვნენ, მერე დაეთანხმა ღარიბაშვილი”

თბილისის საკრებულოს წევრის, დავით ზურაბიშვილის განცხადებით, ირაკლი ღაბაშვილის გადადგომა და შესაბამისად გიორგი კვირიკაშვილის წარდგენა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე ხელისუფლების ერთობლივი გადაწყვეტილება იყო.

როგორც ზურაბიშვილმა სააგენტო „მეტრონომთან“ საუბრისას აღნიშნა, ამ საკითხზე ყველანი შეთანხმებული იყვნენ და ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას ირაკლი ღარიბაშვილიც დაეთანხმა.

„ღარიბაშვილის გადადგომა და შესაბამისად კვირიკაშვილის წარდგენა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე – ეს ხელისუფლების ერთობლივი გადაწყვეტილებაა. საბოლოო ჯამში, თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ ბუნებრივია, ამას წინ უძღოდა გარკვეული კონსულტაციები. შეიძლება ბევრმა არ იცის: არ იყო საქმის კურსში, მაგრამ გარკვეულ წრეში ეს ცნობილი იყო. ჩაითვალა, რომ ქვეყნისთვის, სწორი განვითარებისთვის, სწორი პროგრესისთვის, რომ რაღაც ახალი ენერგია გამოჩნდეს, საჭიროა ეს ცვლილება. გადადგომაზე ყველანი შეთანხმებული იყვნენ, მერე ღარიბაშვილიც დაეთანხმა და მიიღო ეს გადაწყვეტილება. ბუნებრივია, ხელისუფლება იმედს ამყარებს, რომ ეს გადაწყვეტილება დადებითი იქნება“- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ის მინისტრთა კაბინეტში შესაძლო ცვლილებებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეს რა თქმა უნდა მოსალოდნელია, თუმცა კონკრეტულად რა ცვლილებები განხორციელდება ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

 

იტვირთბა....