მთავარი ციტატა

გრიშა ონიანი: სტალინი უნდა გადმოვასვენოთ გორში, გორი იქცევა მექად

[su_quote]მე ომი უნდა დავიწყო ყველას მიმართ და არა ისე, ზოგიერთმა რომ თქვა, პარტიას ვაყალიბებ არავის წინააღმდეგ. მე ასე არ ვაკეთებ, მე პარტიას ვაყალიბებ ყველას წინააღმდეგ. გეტყვით წინაპართა დანაბარებს, შევარდნაძის დანაბარებს: გორი იქცევა მექად. ადამიანობის და თანასწორუფლებიანობის, ვაჟკაცობის და კაცობრიობის გადარჩენის მექა იქნება და მარტო სტალინი ეყოფა გორს და მთელს საქართველოს. გორის ცენტრში, ადმინისტრაციული შენობის მოპირდაპირე მხარეს, უნდა აღიმართოს სტალინური მაღლივი, რომელიც გორის მთელს მოედანს მოიცავს, რომელიც დაფარული იქნება სასტუმროებით, ფეშენებელური კაფეებით, არაჩვეულებრივი გასართობებით. სწორედ იმ მთაზე, სტალინი უნდა გადმოვასვენოთ და დავმარხოთ გორის ციხის თავზე და შევქმნათ წმინდა მთა[/su_quote]

ეს განცხადება გრიშა ონიანმა ტელეკომპანია თრიალეთის ეთერში განაცხადა. ონიანი გორის მერობისთვის აპირებს ბრძოლას.

იტვირთბა....