ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

Edison Research: თბილისის მერის არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, 32% კალაძეს მისცემდა ხმას

Edison Research-ის კვლევის მიხედვით დასმული კითხვის თანახმად,  თუ ვის მისცემდნენ ხმას დღეს რომ თბილისის მერობის არჩევნები ტარდებოდეს დასახელებულ სამ კანდიდატს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

კახა კალაძე — 32%;

ნიკა მელია — 17%;

გიორგი გახარია — 15%.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7 – 19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.

 

იტვირთბა....