ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შეხვდნენ თუ არა ერთმანეთს გახარია და სააკაშვილი – ანა ბუჩუკური განცხადებას ავრცელებს

პარტია საქართველოსთვის წევრი ანა ბუჩუკური ყოფილი პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს.

“მორიგი პრიმიტიული ტყუილი მმართველი პარტიისგან. ბატონი გახარიას შეხვედრა სააკაშვილთან არის აბსოლუტური ტყუილი და ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ტყუილების ტირაჟირებას ზოგიერთი მედიასაშუალება ხელს უწყობს”, – ამის შესახებ ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვაშინგტონში ერთმანეთს შეხვდნენ.

იტვირთბა....