გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს და პირველ იანვარს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თოვლია მოსალოდნელი.
რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, 31 დეკემბერს დღისით საქართველოში ტემპერატურა 1-დან 6 გრადუსის ფარგლებში იქნება. უფრო კონკრეტულად, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ახალი წლის ღამეს -1, -2 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -3 გრადუსი, დღისით კი -1+1-ის ფარგლებში. მაღალმთაში თოვლის უხვი ნალექია ნავარაუდევი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ორ იანვარს საქართველოში თოვლის ნალექი შესუსტდება, თუმცა ყინვები გაძლიერდება.