“ჩვენ მიერ აშენებული 18 ახალი ბაღი სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს”,- ამის შესახებ თვილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“მე, როგორც ოთხი შვილის მამას ნამდვილად მსიამოვნებს, რომ მოვახერხეთ და დავნერგეთ თანამედროვე სტანდარტები ბაღებისთვის ისე, როგორც ევროპულ ქვეყნებშია. შეგიძლიათ, ნახოთ როგორი სისუფთავე, დიზაინი, კვებაა ჩვენ მიერ აშენებულ ბაღებში. ასევე, მოხდა ავარიული ბაღების დემონტაჟი და ზოგ შემთხვევაში გამაგრება-რეაბილიტაცია. ის, რომ ყოველწლიურად საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რიცხვი იზრდება, მისასალმებელია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საბავშო ბაღებში მოსულ პატარებს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა დავახვედროთ”,- ამბობს კალაძე.

