aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი ენმ-ს: დოკუმენტს მოაწერეთ ხელი, სადაც წერია, რომ ომი საქართველომ დაიწყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ 8 აგვისტოს ომის დაწყების პასუხისმგებლობა ენმ-მა აიღო და დოკუმენტსაც მოაწერა ხელი.

“როდესაც ოკუპაციის, ომის თაობაზე ლაპარაკობენ ის ადამიანები, მერიდება, პასუხი გავცე იმიტომ, რომ იმდენჯერ არის პასუხი გაცემული…რა აღიარებაზეა საუბარი, რომ საქართველომ დაიწყო ომი. ეგეთ დოკუმენტს მოაწერეთ ხელი, სადაც წერია, რომ ომის დაწყება საქართველომ განაპირობა. განცხადებები იყო, 6-7 აგვისტოს, რომ რუსეთი ამ პროცესებში არ მონაწილეობს და ხალხი ჩატოვეს და ბიჭების ცხედრები არ იყო გაციებული, როდესაც რაღაც გაუგებრობას ზეიმობდით, როგორც ჩამოხსენით რუსეთს ნიღაბი”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკის ამ გამოსვლას თაკო ჩარკვიანმა უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ მსგავსი განცხადებები ანტისახელმწიფოებრივია.

 

იტვირთბა....