მიუხედავად იმისა, რომ კომენდანტის საათი 1-ლი ივლისიდან უქმდება, კლუბები, რესტორნები და სხვა გასართობი ცენტრები მაინც მხოლოდ ღამის 24:00 საათამდე იმუშავებენ.
ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ღამის კლუბები არის ის ინდუსტრია, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა, მაგრამ, ასევე, იქ დიდია ვირუსის გავრცელები რისკი და ამ ეტაპზე მათთვის რეგულაციები ვერ შეიცვლება.