ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გვარამია პროკურატურის განცხადებაზე: როგორ “აპრავებს”, ბავშვი შიშისგან სკოლაში რომ ვერ დადიოდა?

მთავარი არხის დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ფარულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით, პროკურატურის განცხადებას ეხმაურება.

მეტრონომი ნიკა გვარამიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“როდის შედგა ეს კაციჭამიური დიალოგები, რას ცვლის? ვინ რამდენი წლის იყო, როგორ აპრავებს, ბავშვი შიშისგან სკოლაში რომ ვერ დადიოდა? ან ამ ყველაფრის მერე ათამდე ახალი ძალადობის მსხვერპლის სატელევიზიო აღიარებებს რას უშვრებით? დაკითხეთ ერთი მაინც?

2. რაც შეეხება მილისტებს და ტრიტრის, სამხარაულის ექსპერტიზის არა, პროკურატურის ვახტიორის დასკვნა მოიტანეთ, ის უფრო სანდოა. ან საერთაშორისო ექსპერტიზა დადეთ, ან მილისტრებს მოკითხვა”, – წერს ნიკა გვარამია.

პროკურატურის მიერ შუალედური გამოძიების თანახმად, 6 მარტს TV პირველის ეთერში გასული სიუჟეტი, რომელიც ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის სატელეფონო ჩანაწერს ეხებოდა და რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, დადგინდა, რომ ჩანაწერი 2011-2012 წლებისაა, არაავთენტურია და დამონტაჟებულია.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზით დადგინდა, რომ მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ბერა ივანიშვილის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის მოზარდი 13-18 წლამდე დიაპაზონში. მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ირაკლი ღარიბაშვილის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის 25-30 წლამდე დიაპაზონში, ხოლო მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ანზორ ჩუბინიძის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის 35-40 წლამდე დიაპაზონში.

 

იტვირთბა....