ექიმი, გიორგი ღოღობერიძე, ფეისბუქ გვერდზე იმედის ეთერში ერთ-ერთ გადაცემაში გასულ სიუჟეტს აქვეყნებს. როგორც პოსტიდან ვიგებთ, ღოღობერიძე ნაწყენია, რადგან ფიქრობს, რომ დღემდე ყველაფერს ხალხის დასახმარებლად აკეთებს.
„მართლა არ ვიცი, რატომ მიმიწვიეს ამ გადაცემაში, მაგრამ ძალიან საწყენი გახდა, როდესაც მიზეზი გადაცემის მსვლელობისას გავიგე. პრაიმშოუს გვერდზე იდო ეს ვიდეო, მაგრამ წაშალეს…
ჩემ გარდა, კოვიდ პანდემიის დროს, ყველა იძლეოდა რჩევებს, აბსოლუტურად ყველა, განურჩევლად პროფესიისა, მაგრამ ამის მიუხედავად ჩემი გაშავება არჩიეს… არადა არც პოლიტიკური ინტერესი მქონია და არც-ფინანსური, მხოლოდ ხალხის დახმარება მინდოდა და მინდა.
რეზიდენტი მალე აღარ ვიქნები, მაგრამ მაინც ძალიან მეამაყება, რომ “რეზიდენტის” სტატუსით გამოვდიოდი! მეწყინა ამგვარი დამოკიდებულება“,- წერს გიორგი ღოღობერიძე.
ცნობისთვის, გიორგი ღოღობერიძე გადაცემა პრაიმშოუში კორონავირუსთან დაკავშირებული სამედიცინო პოდკასტების გამო გააკრიტიკეს.