ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

მთავრობის ახალ შემადგენლობას ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს

მთავრობის ახალ შემადგენლობას ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ თავად საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს.
“პრემიერის შეცვლა შეცვლის ამ ყველაფერს? კვირიკაშვილი ამ გუნდის ეკონომიკის მინისტრი იყო და მისი გაპრემიერება მოტყუების მცდელობაა. რადგან სწორედ კვირიკაშვილის ეკონომიკის მინისტრად მუშაობის პერიოდში გაუფასურდა ეროვნული ვალუტა. პირველი დღიდან ასე ატყუებს ქართული ოცნება მოსახლეობას,”- აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე.
ახალ მთავრობას მხარს არც “თავისუფალი დემოკრატები” დემოკრატები დაუჭერენ. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
“ეს პრობლემები, რაც გვაქვს ქვეყანაში, დარჩება, ან უფრო დამძიმდება. ეს ცვლილება არა მიზეზებიდან გამომდინარეობს, არამედ ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაა,” – აცხადებს ალასანია.
შეგახსენებთ, ახალ მთავრობას პარლამენტმა კენჭი 29 დეკემბერ უნდა უყაროს.

იტვირთბა....