რუსეთის ავია-იერიშებს სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას როიტერი ავრცელებს.
სირიელი მეამბოხეების ინფორმაციით, რუსულმა მოიერიშეებმა იდლიბში მათ მიერ კონტროლირებადი რაიონი და სკოლა დაბომბეს, რასაც 9 ადამიანი შეეწრია. გარდაცვლილთა შორის 5 ბავშვია. მოსკოვში სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას უარყოფენ.
საჰაერო ძალების მეთაურმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსი პილოტების სამიზნე მხოლოდ ტერორისტები არიან. საჰაერო ოპერაციის დაწყების გამო რუსეთს მასშტაბური ტერაქტებით ისლამური სახელმწიფოს ლიდერი დაემუქრა.
აბუ ბაქრ ალ–ბაღდადი აუდიო მიმართვაში აცხადებს, რომ ყოველი იერიშის შემდეგ დაჯგუფება სულ უფრო ძლიერდება და ყველა ქვეყანა, ვინც ისლამურ სახელმწიფოს ებრძვის მძიმე საფასურს გადაიხდის. ალ–ბაღდადი ტერაქტებით ისრაელს, შეერთებულ შტატებსა და ევროპასაც ემუქრება.
იტვირთბა....