აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საამიროებმა მკაცრად დაგმო სტამბოლში ისრაელის საკონსულოზე ტერორისტული თავდასხმა

8 აპრილს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა “მკაცრად დაგმო” სტამბოლში ისრაელის საკონსულოზე მომხდარი თავდასხმა, რა დროსაც პოლიციამ სამ თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნა. 

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საამიროები “კატეგორიულად უარყოფს” მსგავს თავდასხმებს. საელჩომ ასევე ყურადღება გაამახვილა დიპლომატიური შენობების, მისიებისა და მათი თანამშრომლების დაცვის საჭიროებაზე. 

“სამინისტრომ ასევე მტკიცედ დაგმო მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები და გამოხატა სამუდამო უარყოფა ყველა სახის ძალადობის, ექსტრემიზმისა და ტერორიზმის მიმართ, რომლის მიზანიც უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრაა.” – წერია სამინისტროს განცხადებაში. 

ცნობისთვის, 7 აპრილს სტამბოლში, ისრაელის საკონსულოს ტერიტორიაზე, რომელიც უკვე ორ წელზე მეტია, რაც დახურულია, სამმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. 

Associated Press-ის ინფორმაციით, დაპირისპირების დროს პოლიციამ ერთი თავდამსხმელი მოკლა, დანარჩენი ორი კი დაჭრა და დააკავა. თავდასხმის დროს საკონსულოს ტერიტორიაზე დიპლომატები არ იმყოფებოდნენ.

ამასთან, სამართალდამცველების ცნობით, სამიდან ერთ-ერთი თავდამსხმელი დაკავშირებული იყო რელიგიურ-ფუნდამენტალისტურ ჯგუფებთან.

იტვირთბა....