ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ვლადიმერ პუტინი: ვფიქრობ, ალექსეი ნავალნის სურდა, რომ დაეკავებინათ

ჟენევაში, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე პუტინმა რუსეთში ოპოზიციისა და ალექსეი ნავალნის დევნაზე დაუსვეს კითხვა.

ალექსეი ნავალნიზე საუბრისას პუტინს პოლიტიკოსის სახელი არ უთქვამს და “ადამიანად” და “ბატონად” მოიხსენიებდა.

“რაც შეეხება ჩვენს უსისტემო ოპოზიციას და ბატონს, რომელიც ახსენეთ. პირველი: ამ ადამიანმა იცოდა, რომ არღვევს რუსეთის მოქმედ კანონს. ის ვალდებული იყო, აღრიცხულიყო როგორც ორჯერ ნასამართლები. შეგნებულად, ამას მინდა ხაზი გავუსვა, კანონის ამ მოთხოვნის იგნორირებით, ამ ბატონმა ქვეყანა დატოვა სამკურნალოდ, მას არ ითხოვდნენ ხელისუფლების ორგანოები რეგისტრაციაზე.

როგორც კი მან დატოვა საავადმყოფო და განათავსა თავისი სიუჟეტები ინტერნეტში, გაჩნდა ასეთი მოთხოვნა. ის არ გამოცხადდა, უგულებელყო კანონის მოთხოვნა, ის გამოაცხადეს ძებნაში. მან ეს იცოდა, ჩამოვიდა და მე აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მას სურდა, შეგნებულად მიდიოდა იმაზე, რომ დაეკავებინათ. მან ეს გააკეთა, მას ეს უნდოდა. ამიტომ რა არის აქ სალაპარაკო”. – თქვა ვლადიმირ პუტინმა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ჟენევაში, აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჯო ბაიდენთან საუბრისას ისინი ელჩების დაბრუნების საკითხს შეეხნენ, თუმცა როდის დაბრუნდებიან დიმლომატები საკუთარ მისიებში, დაზუსტებული ჯერ არ არის.

ბაიდენი-პუტინის უმაღლესი დონის შეხვედრის მთავარი საკითხები ცნობილია, თუმცა საქართველო და  მისი ტერიტორიების ოკუპაცია დღის წესრიგში შეტანილი არ არის.

იტვირთბა....