ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სააკაშვილი: როცა ხელისუფლებაში ვიყავი, კვირა არ გავიდოდა, რომ საქართველო არ ეხსენებინა აშშ-ს პრეზიდენტს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ როცა ის თავად ხელისუფლებაში იყო, კვირა არ გავიდოდა, რომ საქართველო არ ეხსენებინა აშშ-ს პრეზიდენტს.

მისი თქმით, ყველა კარზე აკაკუნებდა და ახლა ოცნება თუ არ “მოშორდა” საქართველო რუკიდან გაქრება.

“ვადევნებდი თვალყურს ბაიდენის პრესკონფერენციას და საერთოდ ამ დღეებში გაკეთებულ განცხადებებს. ის, რაც ხდება, სრულიად უპრეცედენტო კატასტროფაა, საქართველოს საერთაშორისო პოზიციებზე ერთხელ არ ხსენებულა სიტყვა, საერთოდ აღარ მოიხსენიებენ პრობლემათა რიგში რუსეთთან მიმართებაში. ეს არის ზუსტად ყველაზე სახიფათო რაღაც, იმიტომ რომ ეს გვიქადის ჩვენ, მსოფლიო რუკიდან უახლოეს პერიოდში გაქრობას.

საქართველო არა მხოლოდ იცლება ხალხისგან, არამედ გაქრება მსოფლიო რუკიდან თუ ჩვენ ესენი დროზე არ მოვაშორეთ და მე ამით პირადად ვარ დაკავებული ახლა, როგორც არასდროს.

მხოლოდ საქართველოს მტერს და ბრიყვს უნდა უნდოდეს დღევანდელი სიტუაციის შენარჩუნება. კვირა არ გავიდოდა, რომ საქართველო არ ეხსენებინა ამერიკის პრეზიდენტს, როდესაც მე ხელისუფლებაში ვიყავი. მოვწონდით, არ მოვწონდით, ყველა შემთხვევაში ვალდებულება იყო, რომ ვეხსენებინეთ, იმიტომ, რომ არ ჩამოვდიოდი ეკრანებიდან, ვაკაკუნებდი ყველა კარზე და ვაწუხებდით ყველას. ახლანდელი პოლიტიკა არის, რომ არაფერი არ აინტერესებთ გარდა, პირადი ფულის ქაფვისა და პირადი მუცლისა. გადაყვნენ ამ მუცელს და პრაქტიკულად გაწირეს ჩვენი ქვეყანა. ეს უნდა დამთავრდეს და დამთავრდება კიდეც”,- ამბობს სააკაშვილი.

იტვირთბა....