ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონზე: იმედი მაქვს მკაფიო გზავნილები იქნება ახალი მენეჯმენტისგან

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, ნინოწმინდის პანსიონში მას შემდეგ რაც შეიცვალა დირექტორი ახლა დააკვირდებიან მოვლენებს და მათგან ელოდება უფრო მკაფიო გზავნილებს. ამის შესახებ ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

“იქიდან გამომდინარე რომ სოციალური მუშაკები ბოლო დღებში 24 საათის განმავლობაში ადგილზე იმყოფფობედნენ, ბავშვების სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკი არ იდგა. ბავშვებზე სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა გრძელდებოდა, ჩვენ არ გვინდოდა მათთვის ზედმეტი სტრესი მიგვეყენებინა, ამიტომ ველოდით სიტუაციის დეესკალაციას. ჩვენ შევხედავთ როგორ განვითარდება მოვლენები და იმედი მაქვს, რომ უფრო მკაფიო გზავნილები იქნება მათ შორის ახალი მენეჯმენტის მხრიდან, სახალხო დამცველის მანდატის მხრიდან იქ არ შეიქმნება პრობლემები და არ გახდება ჩვენი იქ შესვლა ბავშვებზე დამატებითი ფსიქოლოგიური თუ სხვა ტიპის საფუძველი. ჩვენ დავაკვირდებით ხომ არ შეჩერდება პანსიონიდან ბავშვების გამოყვანა, ბოლო დღეებში ეს აქტიურად ხდებოდა იმედი მაქვს რომ ეს უახლოეს დღეებში გაგრძელდება, თუმცა თუ დავინახეთ რომ ეს პროცესი შეჩერდა, რა თქმა უნდა ჩვენ მივიღებთ დაუყოვნებლივ გადაწყვეტილებას, რომ ჩვიდეთ ადგილზე და განვახორციელოთ მონიტორინგი”,- ამბობს ნინო ლომჯარია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ნინოწმინდის ახალი დირექტორი მეუფე იაკობი გახდა.

იტვირთბა....