ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თურქეთის ელჩი ნამახვანჰესზე: საქართველოს სჭირდება ეს პროექტი და ელექტროენერგია

თურქეთის ელჩის ფატმა­ჯერენ იაზგანის თქმით, საქართველოს სჭირდება ელექტროენერგია და სჭირდება ეს პროექტი [ნამახვანი]. ამის შესახებ თურქრთის ელჩი კვირის პალიტრასთან საუბრობს.

“მე არ ვარ თურქული ფირმების ადვოკატი, თუმცა ერთი რამ ცხადია – ხელშეკრულების ხელმოწერიდან დაიწყო პროტესტი და 5-7 ადამიანი აპროტესტებდა მშენებლობას. არჩევნების პერიოდში, როდესაც ფირმამ სამუშაოები წამოიწყო, დასაქმებული იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და მათზე დაიწყო ზეწოლა, რომ ქართველებს არ უნდა ემუშავათ თურქებთან. ინტერესი რომ გაეზარდათ, დაიწყეს რელიგიური სიმბოლოების გამოყენება. შემდეგ მოხდა ის, რაც ვიდეოში ვნახეთ – ერთ-ერთი ჯგუფი აჩერებს ფირმის დირექტორის მანქანას, შეურაცხყოფას აყენებენ მას და არ აძლევენ გზის გაგრძელების საშუალებას. ამ დროს ის გადმოდის მანქანიდან და მათ უპირისპირდება.

პროტესტი თავიდან ეკოლოგიური საფრთხის გამო გაჩნდა, თუმცა, გარემოზე ზემოქმედების შესახებ არსებობს საერთაშორისო კომპანიის დასკვნა. შემდგომ დაიწყეს ლაპარაკი კონტრაქტის იმ მუხლზე, რომელშიც მიწების გადაცემაზეა ლაპარაკი, მერე კი წილების განაწილების საკითხი წამოსწიეს. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა არგუმენტები მუდმივად ცვალებადია. ურანის შემდეგ იყო ლაპარაკი ოქროს საბადოებზე, ამას მოჰყვა მცდარი განცხადება, თითქოს კომპანია 20 000 თურქის ჩამოყვანას და სოფლების აშენებას აპირებდა… ჩვენ ვხვდებით, რომ ვიღაცას არ უნდა საქართველოში ელექტროსადგურები აშენდეს”,- განაცხადა ფატმა­ ჯერენ იაზგანმა.

ელჩის თქმით, შესაძლოა რომელიმე ქვეყანა ამის უკან იდგეს, მაგრამ ამის გასაგებად უნდა იმუშოან და გაიგონ.

“სავარაუდოდ, ამ ძალის კუდები საქართველოშიც არის და საზღვარგარეთაც. როდესაც თურქეთი საქართველოს ნატო-ში, ევროკავშირში გაწევრებაზე იწყებს ლაპარაკს, ეს პრესინგი უმალ იზრდება… რუსეთი რომ ვახსენო, საამისოდ ხელთ არაფერი მაქვს. საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის მტრები შეიძლება იყვნენ არა მარტო რუსეთში, არამედ ევროპაში ან სხვა ქვეყნებშიც, რომლებსაც არ სურთ ჩვენ შორის კარგი ურთიერთობა, მაგრამ ერთი რამ ნათელია – საქართველოს სჭირდება ელექტროენერგია და სჭირდება ეს პროექტი. ინვესტორის მონდომება არ უნდა დაიკარგოს”,- აცხადებს ფატმა­ ჯერენ იაზგანი.

იტვირთბა....