ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მამუკა არეშიძე გარდაბნის გამგებლად

მამუკა არეშიძე გარდაბნის გამგებლის არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატი იქნება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სააგენტო “პირველს” თავად მამუკა არეშიძემ დაუდასტურა. 
როგორც ექსპერტი აცხადებს, მან “ქართული ოცნებისგან” არჩევნებში მონაწილეობის შეთავაზება მიიღო და თანხმობაც განაცხადა.

ცნობისთვის, გარდაბნის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საჭიროება, მას შემდეგ გახდა აუციელებელი, რაც გარდაბნის გამგებელი გარსევან ნიორაძე გარდაიცვალა. პრეზიდენტის განკარგულებით, რიგგარეშე არჩევნები 2016 წლის 28 იანვარს ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მამუკა არჩეშიძე ასევე გარდაბანში “ქართული ოცნების” მაჟორიტარად იყო წარდგენილი.

წყარო: პირველი

იტვირთბა....