უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ იანვრის ბოლოდან მოყოლებული უკრაინამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში ტერიტორიის 480 კვ²-ზე აღადგინა კონტროლი, თუმცა, მანვე დაამატა, რომ რუსეთი გაზაფხულის იერიშს მაინც განაგრძობს.
ფრონტის ხაზთან ჩასვლის შემდეგ სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ დნეპროპეტროვსკის ოლქში რვა დასახლებაზე აღადგინა კონტროლი, ხოლო ზაპოროჟიეს ოლქში რუსი ოკუპანტებისგან კიდევ ოთხი დასახლება გაათავისუფლა.
მისი თქმით, უკრაინული ძალების წარმატების მიუხედავად, რუსული მხარე გაზაფხულის იერიშს მაინც განაგრძობს.
“რუსი სამხედროები არ წყვეტენ დამატებითი თავდასხმითი ოპერაციების მხრივ თავიანთ გეგმებს და არსებული ძალებისა და აღჭურვილობის გადაჯგუფების პროცესში არიან,” დაწერა სირსკიმ Telegram-ზე.
“მოსამსახურეებისა და სამხედრო აღჭურვილობის კუთხით მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, დამპყრობლები მიზნად ისახავენ დამატებით უკრაინული ტერიტორიის აღებასა და დნეპროპეტროვსკის ოლქში ‘ბუფერული ზონის’ შექმნას.” – დაამატა მან.
სირსკის თქმით, უკრაინული ძალები თავდაცვით პოზიციებს ინარჩუნებენ.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის ფრონტის ხაზზე ვითარება ბოლო ერთ წელიწადში საუკეთესო იყო.

