ნამახვანჰესის მოწინარმდეგეები გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდნენ, როგორც ვარლამ გოლეთიანი ამბობს შეხვედრაზე ნაწილობრივ შედეგს მიაღწიეს.
“მინდა გაგაცნოთ დეტალურად მოვლენები გუშინ რა მოხდა. მედიაციის პროცესში, რომ შევსულიყავით გვქონდა პირობები, ვგულისხმობ ბარიკატების აღებას და საპოლიციო ძალების გასვლას ხეობიდან, ასევე, სამუშაო პროცესის შეჩერებას. განვიხილავდით რატომ არ უნდა აშენდეს ნამახვანჰესი და რა პრობლემებია ენერგო პოლიტიკაში მაგრამ ვიდრე აქამდე მივიდოდით უნდა დაკმაყოფილებულიყო ჩვენი მოთხვონები. ჩვენ გუშინდელ შეხვედრაზე ნაწილობრივ მივაღწიეთ გარკვეულ შედეგს…
საკითხი დადგა ჩვენი პროტესტის გადატანასთან დაკავშირებით ისევ ნამახვანში ბარიკატების ალაგების და პოლიციის გასვლის შემთხვევაში, თუკი ეს პირობები შესრულდება პარასკევამდე მიეცათ მათ [მთავრობას] დრო ევროკავშირის წარმომადგენლის მიერ. ამის შემდეგ ჩვენ შევიკრიბებით თავიდან და ვისაუბრებთ სამუშაო პროცესის გაჩერების თაობაზე, თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა სამუშაოები გაჩერებულია ხეობაში”,- ამბობს გოლეთიანი.