ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ზურაბიშვილი: მივმართავ ქართულ ბიზნესს – სადაც მათ დასჭირდებათ, იქ ვიქნები

მე ვარ ყველგან, სადაც ჩემი ყოფნა საჭიროა. პრეზიდენტის მოვალეობაა ხელი შეუწყოს ქართული კულტურის, სპორტისა და ბიზნესის განვითარებას ქვეყნის გარეთ. მე მზად ვარ ამ პროცესებში ჩართულობისთვის, რადგან ვფიქრობ, რომ ჩემი, როგორც პრეზიდენტის ჩართულობა პოპულარიზაციის პროცესს კიდევ ერთ განზომილებას მატებს, რომელიც არ არის წმინდად კომერციული. ამ მხრივ ჩემი კონტაქტების გამოყენება არის არა მხოლოდ ჩემი უფლება, არამედ ჩემი მოვალეობა. ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობაა, წარმოვადგინო ქვეყნის სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ნაწილები. გეთანხმებით, რომ მაღალი დონის სამთავრობო ორგანოების მხარდაჭერა ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მივმართავ ქართულ ბიზნესს – სადაც მათ დასჭირდებათ, იქ ვიქნები

განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Forbes-სთან ინტერვიუს დროს.

 

იტვირთბა....