ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რიონის ხეობის მცველები 12 ივნისს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან

12 ივნისს, რიონის ხეობის მცველები ხელისუფლებისა და ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ამის შესახებ ქუთაისიპოსტი წერს.
“ექვსკაციანი შემადგენლობაა, მაგრამ კონკრეტულად ვინ წარმოადგენს ხელისუფლებას, არ ვიცით. ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლების ჩართულობით იწყება პროცესი, თუმცა, იმისთვის, რომ გადავიდეს მედიაციის ნაწილში, საჭიროა, რომ პირველი შეხვედრა გაიმართოს, სადაც ორივე მხარე თავიანთ პოზიციებს დააფიქსირებს და ამის შემდეგ გამოიკვეთება დაიწყება თუ არა მედიაცია. ჩვენ რა პირობებიც გვაქვს დაყენებული იცის საზოგადოებამ და ამ ნაწილში ვართ უკომპრომისოები. ეს პირობები ყველა შემთხვევაში უნდა შესრულდეს. ამიტომ,  ვნახოთ რა ნაბიჯებს გადადგამს თავად ხელისუფლება”,- ამბობს გოლეთიანი
 
შეხვედრა ნატახტარში, დილის 9 საათზე დაიწყება.
იტვირთბა....