ბუდაპეშტის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა გარდაიცვალა. გოგა კვარაცხელია დღეს დილით გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის გოგა კვარაცხელია გუშინ საღამოს დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს, მათ შორის ერთ-ერთი თავში. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.