აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

იაპონიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა ნავთობის რეზერვების გამოყენებას დაიწყებს მიწოდების შეფერხების შედეგად გაზრდილი შეშფოთების გამო

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა, რომ ქვეყანა ნავთობის რეზერვების გაშვებას დაიწყებს მიწოდების შეფერხების შედეგად გაზრდილი შეშფოთების გამო.

„ამ კვირიდან, 26 რიცხვიდან, სახელმწიფო რეზერვების გაშვებას დავიწყებთ“,  – აღნიშნავს ტაკაიჩი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, გასულ კვირას იაპონიამ უკვე გამოიყენა კერძო რეზერვები „ქვეყნისთვის საჭირო რაოდენობის” უზრუნველსაყოფად.  იაპონიაში გამოყენებული ნავთობის თითქმის 95% ჰორმუზის სრუტეზე გადის.

იტვირთბა....