პარლამენტში პერფორმანსი მოაწყეს.
სხდომათა დარბაზში პლენარული სხდომისას აქტივისტებმა დეპუტატებს თავზე წერილები დააყარეს, რომელზეც ეწერა — “რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში”.
“ჩვენ სამოქალაქო აქტივისტები ვართ, ვისი მიზანიცაა, პარლამენტის დეპუტატებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ნინოწმინდაში მიმდინარე მოვლენებზე ისინი არიან პასუხისმგებელი”, – განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.
მათი თქმით, მიმართავენ ყველას, რომ ნინოწმინდის ბავშვები დროულად გამოიყვანონ პანსიონიდან.