ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქპატენტის თავმჯდომარე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

საქპტენტის თავმჯდომარე, მინდია დავითაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.
როგორც თავად დავითაძე ამბობს, იგი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს, რადგან თანამდებობაზე გახარიას დანიშნული იყო.

“ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად მოსვლისა და მთავრობის ადმინისტრაციის ახლი უფროსის დანიშვნის შემდეგ, რამდენჯერმე მქონდა კომუნიკაციის მცდელობა პრემიერთან და მისი ადმინისტრაციის უფროსთან. როგორც მთავრობის წინაშე ანგარიშვალდებულ უწყებას, პირადად მინდოდა მომეხსენებინა იმ გამოწვევების შესახებ, რაც ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს გააჩნია და ამასთან, განმეხილა მიმდინარე სამსახურებრივი საკითხები და სამომავლო, საკმაოდ ამბიციური გეგმები. ჩემს წინადადებაზე, 3 თვის განმავლობაში ვიღებდი უარს მოუცლელობის მიზეზით მაშინ, როდესაც მთავრობის ადმინისტრაციაში ინტენსიურად იმართებოდა შეხვედრები სხვა სსიპ-ების უფროსებთან”, – წერს დავითაძე საკუთარ ფისბუქგვერდზე.

დავითაძემ აღნიშნა, რომ გურიის რეგიონში შეხვედრაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მეილით მიუვიდა გათავისუფლების ბრძანება, რომელიც პრემირმინისტრმა ერთი დღით ადრე მიიღო.

იტვირთბა....