Visioner უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის გარდაცვალების შესახებ წერს – დაღუპული 2023 წელს, ბახმუტთან, რუსეთის საოკუპაციო ძალების დაბომბვის შედეგად დაიჭრა და დღემდე ხანგრძლივ მკურნალობას გადიოდა.
ამ დროისთვის უცნობია, ინფორმირებულები არიან თუ არა ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ მისი ოჯახის წევრები.
ცნობისთვის, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან 70-მდე ქართველი მებრძოლი დაიღუპა.