ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თალაკვაძე ოპოზიციას: თქვენი ლოგიკა ორ მეტრზე იქით არ მიდის

[su_quote] თქვენი ლოგიკა ორ მეტრზე იქით, რომ არ მიდის, მინდა აგიხსნათ ზოგ-გიერთებს აქ კრიტიკული კომენტარებით, რომ გამოხვედით. მოქალაქეებზე უნდა ზრუნავდეთო რა დროს პარტიების დაფინანსებაზე კამათიაო, აგერ მოქალაქეებს სჭირდებათ დაფინანსებაო ქვეყნიდან მიდიან მოქალაქეებიო და თქვენ პარტიის დაფინანსებაზე ფიქრობთო — სინამდვილეში, ძვირფასო თანამოქალაქეებო, მინდა გითხრათ დღეს რაზე ვმსჯელობთ აქ, წლის განმავლობაში თქვენ და თქვენი ოჯახები იხდით გადასახადებს ქვეყნის ბიუჯეტში და მაგ გადასახადების 6 მილიონი განიხილება დღეს და თქვენ გინდათ რომ ეს 6 მილიონი მოხმარდეს იმ პარტიებს, რომლებიც აირჩიეთ, რომლებსაც დაავალეთ რომ ემუშავათ პარლამენტში, პანდემიაზე, სიღარიბის შემცირებაზე, ახალ სამუშაო ადგილებზე და შვიდი თვე პირიქით მუშაობდნენ ხელს უშლიდნენ ყველა ამ საკითხის განხილვას. გინდათ თუ არა თქვენი 6 მილიონი ამას მოხმარდეს აი ამაზეა მსჯელობა. სწორედ თქვენ [ოპოზიცია] გინდათ რომ მოქალაქეების ხარჯზე ქუჩაში გქონდეთ ხმაური, ქუჩაში გქონდეთ დესტაბილიზაცია და ამაში მოქალაქეებს 6 მილიონი გადაახდევინოთ. [/su_quote]

ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსლისას განაცხადა.

იტვირთბა....