ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოხანაშვილი მინაშვილს: გააგრძელეთ ირაკლი კობახიძის წიგნების კითხვა, ეს კარგია

ქართული ოცნების წერვრი ანრი ოხანაშვილი, ოპოზიციონერ აკაკი მინაშვილს კვლა უჩევს კობახიძის წიგნების წაკითხვას.

“კარგია, ბატონო აკაკი, გააგრძელეთ ირაკლი კობახიძის წიგნების კითხვა, ეს კარგია. ბატონმა ირაკლიმ როცა გითხრათ, რომ პარლამენტში ყველა შემოხვიდოდითშეგისრულათ და შემოხვედით, ასე შეისრულეთ მისივე ციტატით თქვენთვის. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარტიას ბოიკოტის გამო დაფინანსება არ უნდა შეუწყდეს. ზუსტად ამას ვაკეთებთ – დაფინანსება ბოიკოტის გამო არავის შეუწყდება! ირაკლი კობახიძეს ახალი გამოცემებიც აქვს და იქაც იგივეს იმეორებს. გააგრძელეთ ბატონი ირაკლის წიგნების კითხვა – უფრო აიმაღლებთ კვალიფიკაციას კონსტიტუციურ სამართალსა და ადამიანის უფლებებში”,- ამბობს ოხანაშვილი.

​აკაკი მინაშვილმა პარტიათა დაფინანსების ცვლილების შესახებ კანონპროექტის მოსმენისას ანრი ოხანაშვილს კითხვა დაუსვა რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

“ქართული ოცნება გამორჩეულია არათანმიმდევრულობით. თქვენი ერთ-ერთი პოლიტიკის გამსაზღვრელი ადამიანი, ირაკლი კობახიძე 2008 წელს თავის ავტორობით შექმნილ წიგნში პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართალი წერდა, რომ დაუშვებელია პოლიტიკურ პარტიას უარი ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზე მის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების მიზეზით, ანუ როდის იყავით გულწრფელები, ახლა თუ მაშინ?”,- სვამს კითხვას აკაკი მინაშვილმა.

იტვირთბა....