ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა, რომ ისეთ დაწესებულებაში, როგორიც ნინოწმინდის პანსიონია, გასაკვირი არაა, რომ ნერვები არ ჰყოფნით და უფროსები უმცროსებზე ძალადობენ.
“მასეთ დაწესებულებებში კი არა, პარლამენტში არ ჰყოფნით ადამიანებს ნერვები და ერთმანეთს ცემენ და ურტყამენ. რა გასაკვირია, რომ იქ უფროსმა, ღონიერმა პატარას სიტყვით თუ ვერ გააგებინა, მივიდა და ძალა გამოიყენოს. წამორტყმას არ მივესალმები, მაგრამ როდესაც ამბობენ, გაუპატიურებას, ფაქტი ხომ უნდა იყოს. თუ იქნება ფაქტი, უმკაცრესად დაისჯება”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონს აღსაზრდელები ეტაპობრივად ტოვებენ, რადგან იქ მათთვის ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად საფრთხისშემცველი გარემოა.