ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კულუმბეგოვი: მესამე დოზის გაკეთება გულისხმობს ახალი, ე.წ. შემაშფოთებელი ვარიანტების ბუსტერს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის მიღების შესახებ ერთგვარ განმარტებას აკეთებს და სოციალურ ქსელში წერს:

“დიდი მითქმა-მოთქმა და ვაი-ვიში გამოიწვია მესამე ანუ ბუსტერული დოზის დამატების თემამ…ზოგი იბრალებს, მე ხომ ამას ვიძახდიო, ზოგიც ანერვიულდა თანდათან გვაპარებენო.

ეს თემა ფაიზერის ხელმძღვანელმა 15 აპრილს გააჟღერა, შესაბამისად უკვე ძალიან ძველი ამბავია და გულისხმობს არა შემადგენლობით იგივე ვაქცინის გაკეთებას, არამედ ახალი ე.წ. შემაშფოთებელი ვარიანტების ბუსტერს.

თუმცა ბევრი რამ ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, ასე რომ ჯერ გავიკეთოთ ის, რაც გვაქვს და იმედია გვექნება და სამომავლოდ ერთად “ვინერვიულოთ”, – წერს კულუმბეგოვი.

ცნობისათვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, მესამე დოზის მიღება, დიდი ალბათობით საჭირო გახდება.

იტვირთბა....