ქართული ოცნების წევრის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში მოღვაწეობა პარადოქსულად დაიწყო.
“მე მსურს გამოვეხმაურო აქ გაჟღერებულ განცხადებას, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ მოგვიწოდა დავრჩეთ 19 აპრილის შეთანხმების შარლ მიშელის სულისკვეთებაში. ისინი პარადოქსით იწყენებ საქმიანობას პარლამენტში, როდესაც თვითნ არ აქვთ ხელი მოწრილი შეთანხმებაზე და ჩვენ მოგვიწოდებენ დავრჩეთ შარლ მიშელის შეთანხმებაზე — ეს არის პოლიტიკური დეზორიენტაციის კლასიკური მაგალითი. ეს არის დეზორიენტაცია, როდესაც თან გინდა საპარლამენტო ცხოვრებაში ჩაერთო და თან არ გინდა ჩაერთო სრულფასოვნად იმ დემოკრატიულ პროცესში და იმ შეთანმებაში, რასაც ყველა პარტიამ ხელი მოვაწერეთ. ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე, მოვუწოდებ მოაწერონ ხელი დოკუმენტს, ვინაიდან მსჯელობა და ამ ტიპის კომენტარების გასაკეთებლად მორალური უზრუნველყოფა ჰქონდეთ, ამისთვის საჭიოა მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერა”,- ამბობს თალაკვაძე.