ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სტრატეგია აღმაშენებელი ინიციატივით გამოდის, 20 ივნისს დაზარალებულებს სახელმწიფომ პენსია დაუნიშნოს

სტრატეგია აღმაშენებელი ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, პარტია გეგმავს დაარეგისტრიროს კანონპროექტი, რომლითაც 20 ივნისს დაზარალებულებს სახელმწიფო პენსიას დაუნიშნავს, კომპენსაციას გადაუხდის და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის პასუხისმგებლობას აიღებს.

“სამწუხაროდ, ამნისტიის კანონი იქცა ისევ პოლიტიკური ძიძგილაობის საგნად და ვფიქრობ, ეს ეწინააღმდეგება შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის იმპლემენტაციას. ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ ქართულ ოცნებას, რომელიც კობახიძის ნოუჰაუთი ცდილობს გაართულოს ამნისტიის კანონის იმპლემენტაცია. მეორე მხრივ ვხედავთ, რომ ნაციონალური მოძრაობა ეწინააღმდეგება აბსოლუტურად ყველაფერს ამ საკითზე. სტრატეგია აღმაშენებელი გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას სპეციალური კანონი, რომლითაც 20 ივნისს დაზარალებულებს მიეცემა შესაბამისი კომპენსაცია, დაენიშნება პენსია სახელმწიფოს მხრიდან და რაც მთავარია, მთელი მათი ცხოვრების მანძილზე სახელმწიფოს ექნება სრული ვალდებულება უზრუნველყოს მათი სამედიცინო ხარჯების დაფარვა და ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაცია”,- ამბობს ვაშაძე.

იტვირთბა....