ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის წერილს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
“მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო… სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოო ჯამში, ამას ყველა გაიგებს.
ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ,“ – წერს გიორგი გახარია.
შეგახსენებთ, დღეს ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.