ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე სპირიდონი: ბავშვები ტირიან წასვლა არ უნდათ, ამ მეთოდს ფაშისტები მიმართავდნენ

მეუფე სპირიდონი სოციალურ ქსელში ქადაგებას ავრცელებს, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილებას ნინოწმინდის პანსიონთან დაკაშირებით უსამართლოს და დაუსაბუთებელს უწოდებს.
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორია, მაგრამ ჩვენ იძულებული ვართ, სასამართლო გადაწყვეტილებას დავემორჩილოთ.
მაგრამ არასწორია, ეს წერია, რომ აი, საშიში მდგომარეობაა ბავშვებისთვის და სასწრაფოდ მოაცილეთ აქაურობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებიო. რას დაეყრდნო მოსამართლე? დაეყრდნო არასამთავრობოების ცილისმწამებლურ განცხადებებს, თითქოს, აქ რაღაც ცუდი ხდება. ის, რომ რაღაც ცუდი ხდება სადმე, ამას დამტცება სჭირდება. იჩივლეს არასამთავრობოებმა და რამდენიმე საქმეა აღძრული. გამოძიება მიმდინარეობს, სასამართლო პროცესი გამართული არაა და აქედან გამომდინარე, ასეთი ცილისწამება, არ არის დამტკიცებული. ამიტომ, მოსამართლეს არ ჰქონდა უფლება ასეთი გადაწყვეტილება მიეღო. ბრალი რომ დამტკიცდეს ჯერ გამოძიებამ უნდა თქვას, რომ ეს ნამდვილად არსებობს და მერე სასამარტლომ უნდა დაამტკიცოს. გამომძიებელი თავისი რწმენით მოქმედებს და სასამართლო ფაქტებით.
რახან არავითარი იურიდიული საფუძველი არ არსებობს, რომ აქ ბავშვების რამე დამაზიანებელი მოქემდებები ხდება, ჭორაობა არ არის ღირსეული საქციელი. ამიტომ ვთვლით, რომ განაჩენი არასწორია. ჩვენ იძულებული ვართ დავემორჩილოთ. აგერ ბავშვები ტირიან ცუდად ხდებიან, არ უნდათ აქედან წასვლა. წაიყვანეს საავადმყოფოში. ამ მეთოდს მიმართავდნენ ფაშისტები”
იტვირთბა....