თბილისში, პუშკინის სკვერში შუქრუთელ მოშიმშილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციაზე მოეწყო შუქრუთელების პრობლემების ამსახველი ფოტო-გამოფენა და ფილმის ჩვენება.
აქციაზე უნდა მისულიყვნენ თავად შუქრუთელებიც, მაგრამ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ შეძლეს მისვლა. შეგახსენებთ რომ ისინი უკვე მესამე დღეა მშრალ შიმშილობაზე არიან.
შუქრუთელებმა პროტესტი 2019 წელს დაიწყეს. საპროტესტო აქციები მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც შპს ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლები დაზიანებული სახლების კომპენსაციის გადახედვას დაჰპირდნენ, მაგრამ ეს ასე არ მომხდარა. ამის შემდეგ პროტესტი 2020 წლის თებერვალში განახლდა.