მეუფე ნიკოლოზის თქმით, საპატრიარქოს გადაწყვეტილებას მიესალმება და ნინოწმინდიდა ბავშვების გაყვანას სასამართლოში გაასაჩივრებენ. მან ასევე ისაუბრა ნინოწმინდის პანსიონატში შესაძლო ძალადობაზე ოღონდ ეს 18 წლის წინ.
მეუფე ნიკოლი ამბობს, რომ ახლაც საუბრობენ ბავშვები ძალადობაზე მაგრამ ეს მას არ გაუგია.
“მოსამართლემ გამოიტანა განაჩენი, რა თქმა უნდა ისევ სამართლებრივი წესით შეიძლება ამის გასაჩივრება და რა თქმა უნდა გავასაჩივრებთ, იმიტომ რომ არ ვეთანხმებით. მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა ერთადერთ ვიდეო ჩანაწერზე დაყრდნობით, ეს იყო თვითონ მეუფე სპირიდონის გადაღებული ვიდეო, რომელიც თავად გაავრცელა ფეისბუქ გვერდზე, სადაც ბავშვი აღელვებული ამბობს რომ არ უნდა წასვლა. ამ ჩანაწერში ცხადია იყო დარღვევები, ბავშვების სახეები არ იყო დაფარული, მეორე ბევშვი ჩანდა აღელვებული, მეუფე სპირიდონმა ვერ გადაიღო ისე რომ გამოჩენილიყო ბავშვის აღელვების მიზეზი რა იყო…
მუშაობენ სპეციალისტები მე წინასწარ ვერაფერს გეტყვით. მუშაობენ ფსიქოლოგებიც.
დარღვევები და გადაცდომები იყო რა თქმა უნდა, ძირითადად ამ აღმზრდელების გაშვება მოხდა მანამ სანამ ეს ბავშვთა სახლი გადმოვიდოდა ჩემს ეპარქიაში. თითქმის 18 წელია ჩემს ეპარქიაშია ეს დაწესებულება. მე სინოდზე დაჟინებით მოვითხოვე, რომ მეუფე სპირიდონი ყოფილიხო ხელმძღვანელი და სინოდმა ეს თხოვნა შემისრულა. რამდენადაც ვიცი სიტუაცია ამ პერიოდში სტაბილური გახდა. არ არის გარმორიცხული, რომ რაღაც გარკვეული ფიზიკური ძალადობა ყოფილიყო, მე არ ვიცი 18 წლის წინ რა ხდებოდა სხვაგან, დღევანდელი გადასახედიდან კი არ ვამართლებ, მაგრამ მაშინ სტანდარტები სხვა იყო მაშინ საკმარისი იყო გაენთავისუფლებინათ აღმზრდელი, რომელიც შესაძლოა ძალადობდა.
ბავშვები ახლაც ამბობენ, რომ მათზე ძალადობენ, მაგრამ მე არ მსმენია მსგავსი რამ. მერწმუნეთ მსგავსი რამ, რომ გამეგო აქამდე არ მოვიდოდა საქმე და კამერების წინაშე ამაზე არ ვილაპარაკებდით. მე თავად ჩავერთვებოდი ამ საქმეში, პატრიარქს დაველაპარაკებოდი, სინოდს ჩავრთავდი, თავად სპირიდონს დაველაპარაკებოდი”,- ამბობს