ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მათიკაშვილი: გახარიას ნაბიჯები ესადაგება სააკაშვილის რევოლუციურ გეგმებს

ქართული ოცნების წევრი დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ გახარიას ნაბიჯები სააკაშვილის რევოლუციურ სცენარს ესადაგება.

ამის შესახებ მათიკაშვილი ტელეკომპანია იმედთთან საუბრობს.

“გიორგი გახარიას ნაბიჯი საეჭვოდ ესადაგება იმ გეგმებს, რომლებიც ყოველთვის ისმოდა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან და იგეგმებოდა საქართველოსთან დაკავშირებით – რევოლუციური სცენარის კუთხით. საეჭვოა სამართლის აღსრულების დაცდის ის რამდენიმე დღე. რა საჭირო იყო, ეს პროცესი შეფერხებულიყო, როდესაც ყველასთვის, საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მყისიერად უნდა აღსრულებულიყო. თავად გიორგი გახარიაც, ყველას გვარწმუნებდა, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი ნაბიჯი”

იტვირთბა....