ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მიტროპოლიტი გრიგოლი ნინოწმინდის პანსიონზე: იმედი მაქვს, სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდება

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი  სასამართლოს გადაწყვეტილებას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით ეხმაურება და იმედოვნებს, რომ ეს პრობლემა მელე აღმოიფხვრება.

“იმედი მაქვს, სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდება ყოველგვარი სირთულეებისა და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე.

ამას დიდი პასუხისმგებლობით სჭირდება გაძღოლა, ეს სახელმწიფოსგან იქნება თუ ეკლესიისგან. რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, მე ის ვიცი, რაც არის ახლა – ძალიან დიდი ხმაური და სიმართლე ვთქვათ, ტყუილ-მართალი იმდენად არის ერთმანეთში არეული, ძალიან ძნელი ხდება დასკვნების გაკეთება იმიტომ, რომ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა აკისრია თითოეულ ადამიანს. ჩვენ შეიძლება ერთი საქმე გავაკეთოთ, მეორე გავაფუჭოთ. იმედი მაქვს, სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდება ყოველგვარი სირთულეებისა და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე”,- ამბობს მიტროპოლიტი გრიგოლი

შეგახსნებთ, რომ საქართველოს საპატრიარქომ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ნინოწმინდის პანსიონატიდან ბავშვების გამოყვანის საქმეს გაასაჩივრებს.

იტვირთბა....