ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოლეთიანი ევროკავშირთან შეხვედრაზე: მნიშვნელოვანია შეხვედრა იყოს ღია

საზოგადოებრივი მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის დამფუძნებელის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრა მშიშვნელოვანია მედიისთვის იყოს ღია, რათა სპეკულაციების სივრცე არ დარჩეს.

ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა.

“მოსამზადებელი შეხვედრა არის დაგეგმილი. ჩამოდის ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლობა საქართველოში. მათი მოვალაეობაა მედიაცია გაწიონ მხარეებს შორის, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი საკითხი არის ის რომ პირობები აქვთ იგივე რაც ჩვენ თავის დროზე უარი გვითხრა ხელისუფლებამ, ეს პირობები გულისხმობს ბარიკატების აღებას, პოლიციის გასვლას, სამუშაოების შეწყვეტას და ამის შემდეგ გიალოგს… მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა იყოს მედიისთვის ღია რათა სპეკულაციების სივრცე არ დარჩეს”,- ამბობს გოლეთიანი.

შეგახსენებთ, რომ მომავალ შაბათს მთავრობის თხოვნით, ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოდიან, რათა რიონის ხეობის წარმომადგენლებსა და მმართველ გუნდს შორის მედიაცია მოახდინონ.

იტვირთბა....