გოგი წულაია ციხიდან შუქრუთის მოსახლეობას მხარდაჭერას უცხადებს.
“სრულ სოლიდარობას და გვერდში დგომას ვუცხადებ, შუქრუთის მოსახლეობას. ძალიან რთულია, როდესაც შენს მიწას და სახლს გინგრევს კომპანია საკუთარი მიზნებისთვის. ჩემი თანამებრძოლები, დღეს მივიდნენ ამერიკის საელჩოსთან, სადაც მოინახულეს მოშიმშილეები და პირადად გადასცეს ჩემი გვერდში დგომა და სოლიდარობა. იმედი მაქვს, მალე მიაღწევს ეს ხალხი თავიანთ დასახულ მიზანს,“ – წერს გოგი წულაია.