უფლებადამცველი ანა არღანაშვილი საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მიესალმებიან მათ გადაწყვეტილებას, რადგან ყველაფრის გასაჩივრება და სამართლებრივი დავა უკეთესია, ვიდრე არასამართლებრივი მეთოდებით გარჩევები
“მეგობრებო, ჩვენ მივესალმებით სამართლებრივი სახელმწიფოში დავის გადაწყვეტას სასამართლოში რადგან, ყველაფრის გასაჩივრება და სამართლებრივი დავა უკეთესია, ვიდრე არასამართლებრივი მეთოდებით გარჩევები. რა თქმა უნდა, მშვიდად მოვემზადებით არსებითი განხილვისთვისარ და ჩვენ არგუმენტაციას სასამართლოზე წარმოვადგენთ. საზოგადოება ნახავს, რა კარგია როდესაც სასამართლო განიხილავს ბავშვთა უფლებებს, როცა კანონი და კონსტიტუცია არის მთავარი და არა სხვა ტიპის ძალაუფლება. კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ. ასე რომ, ვემზადებით პროცესებისთვის.
პ.ს. გასაჩივრება დროებით განჩინებას არ აჩერებს, ძირითადი დავაც მალე დაიწყება”,- წერს არღანაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ ცოტახნის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია რომ ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას ნინოწმინდის პანციონიდან ბავშვების გამოყვანის თაობაზე გაასაჩივრებს.