ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კობახიძე გახარიაზე: მათ სურთ სხვის ბუდეში კვერცხის დადება

ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, გახარიას პარტიას სურთ სხვის ბუდეში კვერცხის დადება, რაც არ არის ღირსეული საქციელი. ამის შესახებ კობახიძე რუსთავი 2-ის ეთერში საუბრობს.

“მე შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერი ერთი პროცენტიც, რომელიც შეიძლება დაკარგოს ქართულმა ოცნებამ, არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. და როდესაც გამოდის კონკრეტული პარტია და კონკრეტული პირი და თავის თავს აცხადებს ოცნება 2-ად, ბუნებრივია, აქ გვჭირდება რეაგირება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ძალიან მარტივად არის ეს ყველაფერი, ნებისმიერ ერთი ხმა არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის და არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ თავი ყალბი ინფორმაციით გამოაცხადოს ფსევდო პარტიად და “ოცნება 2-ად”.

ეს არის რიტორიკა, მთელი რიტორიკა იკითხება ზუსტად ასე, ნაციონალური მოძრაობის და სხვა ოპოზიციური პარტიების რიტორიკა, ეს ტერმინიც აქტიურად გამოიყენება და, თუ დააკვირდებით, თვითონ გახარიას და მისი პარტიის რიტორიკას, მათ შორის იმას, რომ ისინი ნაკლებად კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევიან და ა.შ. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მათ სურთ სხვის ბუდეში და ეს არის ქართული ოცნების ბუდე, კვერცხის  დადება, რაც არ არის ღირსეული საქციელი”,- ამბობს ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ სულ ცოტახნის წინ ჩამოყალიბა ახალი პოლიტიკური პარტია საქართველოსთვის.

იტვირთბა....