ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაქარაშვილი დაკავებაზე: პოლიციელმა პირდაპირ მითხრა, რომ ხელს მომტეხდა

აქტივისტი გიგა მაქარაშვილი გუშინდელ აქციას იხსენებს, რომელიც პროკურატურასთან გაიმართა ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. გიგა მაქარაშვილი გუშინ აქციაზე დააკავეს და მისი თქმით, პოლიციელმა მას წინასწარ უთხრა, რომ ხელს მოტეხდა. ამის შესახებ მაქარაშვილი ფორმულას ეთერში საუბრობს.

მაქარაშვილის თქმით ეს პოლიციელი საკმაოდ ცნობილი ადამიანია, რომელმაც 20 ივნისის საქმეზე პრემიად ბინა მიიღო.

“რომ მიჭერენ ემოციაც აღარ მაქვს, იმდენად გაჯდა ჩემში. ადრე გული მიჩქარდებოდა, ჩემთვის ბუნებრივი გახდა, რაც სამწუხაროა რა თქმა უნდა. ბევრჯერ ვარ დაკავებული ახალი არაფერია, მაგრამ გუშინ იყო რაღაც ახალი. აბსოლიტურად მშვიდობიან აქციაზე სადაც სამარცხვინოდ ცოტა ადამიანი იყო. თუ რამე მძიმე და სენსიტიური თემა არსებობს, თუ რამე არის მოსაბრთხილებელი, თავი თუ რამეზეა გასაწირი ეს არის ჩვენი ბავშვები და სავარაუდო ინფორმაცია, რომ ეს ბავშვები ძალინ მძიმე დღეში არიან […] ასეთ დროს იმ აქციაზე იდგა ძალიან ცოტა ადამიანი და ბევრი პოლიციელი. როგორც წესი პოლიციელები არ არის კონტაქტურები, მაგრამ გუშინ იყვნენ ძალიან კონტაქტურები. დამცინავად გვეკითხებოდბნენ, სრულიად გაუგებარ სისულელებს ლაპარაკობდნენ — ბუნებრივია მათთან კონტაქტში არ შევედით.

ელენე ხოშტარიამ გადაწვიტა საბუთი შეეტანა და არ შეუშვეს, კისერთან ხელი მოკიდეს და ბუნებრივია ყველა მივედით და ვეუბნებოდით გაუშვი, გაუშვი და იქ შემომიტრიალდა პოლიციელი,  რომელმაც მითხრა ხელს მოგტეხ, აი ასე პირდაპირ, თან ცნობილი პოლიციელი გოგა მემანიშვილი, რომელსაც მუდმივად აწინაურებენ, ბიძინა ივანიშვილის ძმის ნათლული და ამ ადამიანმა დაიჭირა ზუკაც და კიდევ სხვებიც”,- ამბობს მაქარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პროკურატურასთან აქცია გაიმართა, ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ცნობილი ხდება, რომ პანსიონში ბავშვებზე ძალაოდბენ. ომბუდსმენის ინფორმაციით გამოძიება დაწყებულია ძალადობის მუხლებით არა ერთ შემთხვევაზე.

იტვირთბა....